"ჰელენის" შემდეგ, ფლორიდას კიდევ ერთი ქარიშხალი, "მილტონი" უახლოვდება

გამოქვეყნდა:

აშშ-ში, ფლორიდის დასავლეთში, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რადგან ქარიშხალი "ჰელენის" მიერ განადგურებულ სანაპიროს ახალი ქარიშხალი, "მილტონი" უახლოვდება. მეტეოროლოგების პროგნოზით, მას უკვე მიენიჭა პირველი კატეგორიის შტორმის კლასიფიკაცია. სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე ამ დროისთვის საათში 140 კილომეტრს შეადგენს და კიდევ უფრო ძლიერდება.

აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრი ადასტურებს, რომ ამ მომენტისათვის მექსიკის სანაპიროებზე მყოფი "მილტონი", შესაძლოა, ფლორიდის ყურემდე მიღწევისას სიცოცხლისათვის საშიში იყოს.

მოსახლეობამ გამაფრთხილებელი შეტყობინება უკვე მიიღო, შტატის ხელისუფლება კი მოსახლეობის შესაძლო ევაკუაციისთვის ემზადება.

იქამდე, 10 დღით ადრე დამტყდარმა ქარიშხალმა "ჰელენმა", აშშ-ში 200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი