რუსებმა ხერსონში მართვადი საავიაციო ბომბები ჩამოაგდეს | დაშავებულია ოცამდე მშვიდობიანი მოქალაქე

გამოქვეყნდა:

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონში მართვადი საავიაციო ბომბები ჩამოაგდეს. შედეგად ოცამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. მათი ნაწილი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.

მისივე ცნობით, დაშავებულთა შორის არიან მცირეწლოვნებიც. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"რუსეთის ჯარებმა საავიაციო იერიში მიიტანეს ხერსონზე. ჩამოაგდეს ოთხი მართვადი ავიაბომბი. დარტყმა განხორციელდა დანგრეულ სკოლაზე და საცხოვრებელ უბანზე ცენტრალურ რაიონში", – აღნიშნულია განცხადებაში.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი