გადაარჩენს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მოქალაქეს? რუსეთი, იტალიაში ერთი წლის წინ დაკავებული ბორის წიკლაურის გადაცემას მოითხოვს.
ლამარა წიკლაური ყოველდღე შიშით ელოდება ინფორმაციას, რომელიც მისთვის სიკვდილის ტოლფასი შეიძლება აღმოჩნდეს. იტალიის ციხეში მყოფი მისი შვილის ექსტრადირებას რუსეთის ფედერაცია ითხოვს. საქართველოს მოქალაქე ბორის წიკლაური რუსეთში ერთ დანაუშლზე მეორედ გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს. მასზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადეს, თავად არაფერი იცოდა. საქართველოდან იტალიაში ჩასული საზღვარზე დააკავეს და უკვე 1 წელია საექსტრადაციო პატიმრობაშია.
განხილვების შემდეგ იტალიის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და რამდენიმე კვირაში წიკლაურს რუსეთში გაუშვებენ. იქ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება იმ დანაშაულისთვის,რომლისთვისაც 1999 წელს რუსეთში გაამართლეს. სასამართლოს მაშინდელ განჩინებაში წერია, რომ საქართველოს მოქალაქემ თავდამსხმელი აუცილებელი მგერიების გამო მოკლა. 20 წელი თავისუფლად ცხოვრობდა საქართველოში და პრობლემებიც არასდროს ჰქონია.
ერთი წლის წინ იტალიის საზღვარზე გაიგო, რომ თურმე თავიდან გაუსამართლებიათ და მსფოლიო მაშტაბით ეძებდნენ. მისი იტალიელი ადვოკატი გვეუბნება, რომ რუსეთის ძალოვანი უწყებიდან იტალიელ კოლოეგებს ყალბი ინფორმაცია გაუგზავნეს. გაყალბებულია, წიკლაური მონაცემები და ინფორმაცია მოქალაქეობის შესახებ, ასევე გაუგებარი და აბსურდულია საქმის მასალები,რომლითაც რუსეთი მის ექსტრადირებას ითხოვს.
ლუკა მონტი იტალიაში, ბორის წიკლაურის ნათესავები კი საქართველოში ყველაფერს აკეთებენ, რომ ოკუპანტ ქვეყანაში მისი ექსტრადირების პროცესი შეაჩერონ. წიკლაურის დედა გვიყვება,რომ 21 წლის წინ მომხდარი შემთხვევევისა და გამმართლებელი განაჩენის შემდეგ მის შვილს მოკლულის ნათესავები ემუქრებოდნენ. ახლა კი დარწმუნებულია, რომ რუსეთში გავლენიანი ოჯახის შურისძიება დაიწყო და ბორის წიკლაურს ციხეში აუცილებლად მოკლავენ. სწორედ ამიტომ მიმართეს საქართველოში ყველა უწყებას დახმარების თხოვნით.
42 წლის ბორის წიკლაურის ამბის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს საელჩო იტალიაში, ყველაფერი იციან საგარეო საქმეთა სამინისტროშიც, თუმცა ჯერჯერობით საქართველოს ოფიციალური უწყებებიდან ქმედითი ნაბიჯები საქართველოს მოქალაქის დასახმარებლად არ გადადგმულა.