რუსეთი იტალიას საქართველოს მოქალაქის ექსტრადირებას სთხოვს

გამოქვეყნდა:

რუსეთი იტალიას საქართველოს მოქალაქის, ბორის წიკლაურის ექსტრადირებას სთხოვს. 

რუსეთის სასამართლომ 16 წლის წინანდელი საქმე გადააკვალიფიცირა. თავდაპირველად წიკლაურს ბრალად ედებოდა მკვლელობა ოჯახის თავდამსხმელის მოგერიების დროს, თუმცა უწყებამ ის უდანაშაულოდ სცნო. 

გადაკვალიფიცირების შედეგად, საქმე განზახ მკვლელობის მუხლით ხელახლა გაიხსნა და რუსეთმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ამის გამო, იტალიაში ჩასული ბორის წიკალური დააკავეს და ქვეყანა საქართველოს მოქალაქის რუსეთისათვის გადაცემას გეგმავს. 

ამასთან, წიკალურის ოჯახი ამბობს, რომ მისი მოქალაქეობის დოკუმენტები ყალბია და ის არა რუსეთის, არამედ საქართველოს მოქალაქეა. ამის გამო წიკლაურები საქართველოს საელჩოს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი