15 ათასამდე მოსწავლე ემიგრაციაში | საქსტატის საგანგაშო სტატისტიკა და "ცოდნის ყულაბა", როგორც გამოსავალი

გამოქვეყნდა:

საქსტატის საგანგაშო მონაცემებით, 15 000 მოსწავლე ემიგრაციაშია. "ქართულის ოცნების" მმართველობის მე-12 წელს ქვეყანა მოსწავლეებისგანაც იცლება. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება გამოსავალს 26 ოქტომბრის არჩევნებში ხედავს, რადგან ის ცვლილება, რომელიც მთლიან ქვეყანას უნდა შეეხოს, უპირველესად საგანმანათლებლო სექტორზე აისახება. 

ამ მიმართულებით საკუთარი გეგმა აქვს "კოალიციას ცვლილებისთვის" - მოსწავლეზე მორგებული სასკოლო სისტემა და გეგმა, როგორ უნდა იქცეს განათლება 21-ე საუკუნის მთავარ რესურსად. "ცოდნის ყულაბა" ითვალისწინებს, რომ ყველა ბავშვს მისი დაბადების მომენტში ბიუჯეტიდან კონკრეტული რაოდენობის თანხა გამოეყოს. 

აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნების" რეპრესიულმა პოლიტიკამ და მძიმე სოციალურმა ფონმა ქვეყანა იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ 2022-23 სასწავლო წელს სწავლა 15 000-მდე მოსწავლემ შეწყვიტა.

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი