"ოცნება" ისევ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ალაპარაკდა | ოლიგარქის ხელისუფლება საკონსტიტუციოში მორიგი სარჩელის შეტანას აანონსებს

გამოქვეყნდა:

"ქართულმა ოცნებამ" პირველი მცდელობის დროს ანუ შარშან, ოქტომბერში, ძალისხმევის მიუხედავად პრეზიდენტი ვერ გადააყენა. ივანიშვილის პარტიის ლიდერები მთელი ერთი წლის განმავლობაში მკაფიოდ იმეორებდნენ, რომ იმიჩმენტის პროცედურებს მეორედ აღარ დაიწყებდნენ. 

თუმცა ახლა, არჩევნებამდე პრაქტიკულად დღეებით ადრე, "ოცნებამ" ნარატივი დიამეტრალურად შეიცვალა და სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიების გატარებას ხელმეორედ შეუდგა.

ყოფილი მოსამართლეები ხელისუფლების რევანშს კომიკურს და სამართლებრივად აბსურდულუს უწოდებენ, ვინაიდან მათ სარჩელს რაიმე სამართლებრივი საფუძველი არც პირველ ჯერზე ჰქონდა. ახლა კი კონსტიტუციის თანახმად, იმავე საფუძვლით სამართლოსთვის მიმართვა ეკრძალებათ,

პრეზიდენტის გადაყენებას ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდება, შემდგომ კი პარლამენტში მინიმუმ ასი დეპუტატის ხმა. ოპზოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ "ქართული ოცნება" მმართვის სადავეებთან ვერც საკონსტიტუციო, ვერც უბრალო უმრავლესობით მოდის, ამიტომ ხელისუფლების მორიგი მუქარა სრული კრახისთვისაა განწირული.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი