ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ჰამასის" წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციები დაუწესდა სამ პირს და ე.წ. საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომლებსაც "ჰამასის" მნიშვნელოვან საერთაშორისო ფინანსურ მხარდამჭერებად მიიჩნევენ. ასევე სანქციები შეეხო ღაზაში მდებარე "ალ-ინტაჯ ბანკს", რომელსაც, მათი თქმით, "ჰამასი" აკონტროლებს.
ამასთან, სანქციები დაუწესდა "ჰამასის" ხანგრძლივ მხარდამჭერს, იემენის მოქალაქეს, რომელიც თურქეთში ცხოვრობს და მის ცხრა ბიზნესს.
აშშ-მა გადაწყვეტილება „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით გამოაცხადა.