ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ იმსჯელებენ

გამოქვეყნდა:

დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. ევროპარლამენტის სესიაზე ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების საფრთხეებს განიხილავენ. განხილვა თბილისის დროით 5 საათზე დაიწყება, სადაც მოხსენებით წარდგება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი. განსახილველ საკითხებს შორის ,კი ყველა ის პრობლემატური თემა მოხვდება, რამაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. 

ამ დროისთვის  განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფების მიერ დარეგისტრირებულია რეზოლუციის 7  სხვადასხვა პროექტი. სავარაუდოდ დღის ბოლომდე შეჯერდება პროექტის ის ვერსია, რომელსაც კენჭს ევროპარლამენტარები უკვე ხვალ უყრიან. 

ოლიგარქ ივანიშვილის სანქცირება, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და უვიზო რეჟიმის შეჩერება - ეს ის სამი ძირითადი პუნქტია რაც რეზოლუციების პროექტებშია ნახსენები. 

საქართველოს საკითხის განხილვის პარალელურად კი სტრასბურგში ქართველი ემიგრანტები შეიკრიბებიან და საპროტესტო აქციას გამართავენ და კიდევ ერთხელ მოითხოვენ მათთვის კონსტიტუციით გარანტირებული, ხმის მიცემის უფლების დაცვას. 

ემიგრანტები ქართულ ოცნებას არჩევნებში მონაწილეობაში მიზანმიმართულად ხელშეშლაში ადანაშაულებენ და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ გახსნას დამატებითი საარჩევნო უბნები მათთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი