აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი კამალა ჰარისი ამბობს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, არ შეხვდება პუტინს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, უკრაინის მონაწილეობის გარეშე:
"ორმხრივად, უკრაინის გარეშე - არა. უკრაინამ უნდა თქვას თავისი სიტყვა უკრაინის მომავალზე", - განაცხადა ჰარისმა 60 Minutes-თან ინტერვიუს დროს.
ჰარისმა აღნიშნა, რომ ომის დასრულებაში წარმატების მიღწევა ვერ მოხდება, თუ უკრაინა და გაერო-ს წესდება არ მიიღებენ მონაწილეობას ამ წარმატების ფორმირებაში. მისივე თქმით, გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.