სადიგოვი იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, არის კონტაქტური, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა | ადვოკატები

გამოქვეყნდა:

„უფლებები საქართველოს“ იურისტებმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ციხის საავადმყოფოში მოინახულეს. ორგანიზაციის იურისტების ინფორმაციით, სადიგოვი იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, არის კონტაქტური, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

აფგან სადიგოვმა შიმშილობა 21 სექტემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა 2024 წლის 16 სექტემბერს უარი უთხრა საერთაშორისო დაცვაზე (თავშესაფარზე) საქართველოში. სადიგოვი, ციხის ადმინისტრაციამ გუშინ პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში გადაიყვანა. 

იხილეთ:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი