კახელი გლეხები ყურძნის დაბალი ფასით უკმაყოფილოები არიან. გურჯაანელი მევენახეები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ყურძენი უსამართლოდ შეაფასა, ჩაბარების დროს კი ქარხნები ხელოვნურ ბარიერებს ქმნიან და წონაშიც იტყუებიან. გურნჯაანელები ასევე გაჩერებულ ქალაქზე საუბრობენ, ისინი გურჯაანისთვის აგროსამრეწველო ჰაბის ფუნქციის დაბრუნებას ითხოვენ. 

 საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს კი,  მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და უწყლობა აწუხებთ. სოფელ მზისგულში ამბობენ, რომ სასმელი წყლის მოწესრიგების მიზნით ათასობით ლარი დაიხარჯა, თუმცა, წყალი არ აქვთ.

 კახელები ამ პრობლემების მოგვარებას დაავალე მიშას კამპანიის ფარგლებში  ძალა ერთობაშიას პრემიერობის კანდიდატს მიხეილ სააკაშვილს  სთხოვენ. ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ ამ დავალებების შესრულებას ახალი ხელისუფლება მაქსიმალურად მოკლე ვადებში შეეცდება.

შეგახსენებთ, კამპანია"დაავალე მიშას" ფარგლებში ფოთელები ინფრასტრუქტურლი პროექტების აღდგენას ითხოვენ. თუმცა ფოთი არაა ერთადერთი გამოწვევებით. რეგიონში  პენსიის სიმცირე, ეკონომიკური სიდუხჭირე და უმუშევრობა, სხვა რეგიონების მსგავსად, მოსახლეობის მთავარი საფიქრალია. 

პენსიების ზრდა და ნეპოტიზმის აღმოფხვრა არის მორიგი დავალებები, რომლებიც რუსთაველებისგან "ძალა ერთობაშიას" პრემიერობის კანდიდატმა მიიღო. 

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი