"დაავალე მიშას" - რუსთავში, მე-3 პრეზიდენტს, პენსიების ზრდასა და ნეპოტიზმის აღმოფხვრას ავალებენ

გამოქვეყნდა:

პენსიების ზრდა და ნეპოტიზმის აღმოფხვრა არის მორიგი დავალებები, რომლებიც რუსთაველებისგან საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და "ძალა ერთობაშიას" პრემიერობის კანდიდატმა მიიღო. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძალიან უჭირთ, თუმცა, ხელისუფლება მათი პრობლემების მოგვარებას არ ცდილობს. 

ენმ-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რუსთავში, დავით კირკიტაძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ადგილობრივების მოთხოვნებს არჩევნებში გამარჯვებიდან მოკლე დროში მოაგვარებს.

შეგახსენებთ, რომ "დაავალე მიშას" კამპანია "ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე დღეა, დაიწყო. კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას ეძლევა შესაძლებლობა იმ მთავარ პრობლემებზე ისაუბროს, რაც წლებია აწუხებს და ამის მოგვარება პრემიერობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილს დაავალონ.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი