ევროკავშირი ნამდვილად გლობალური მშვიდობის პარტიაა | ფიშერი

გამოქვეყნდა:

"ჩვენ გვიყვარს ევროკავშირი. ეს არის ჩვენი მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის საფუძველი.
ეს ნამდვილად გლობალური მშვიდობის პარტიაა"
-ამ სიტყვებით მიმართა გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა 3 ოქტომბერს, გერმანიის ერთიანობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს.

დიპლომატმა ისაუბრა ქართულ-გერმანული ურთიერთობების 30 წლიან ისტორიაზე და აღნიშნა, რომ ეს ეფუძნებოდა ქართველების სურვილს, იყვნენ დემოკრატიული სამყაროს ნაწილი. ფიშერმა გაიხსენა გასული წლის 14 დეკემბერი, როცა ქვეყანა და თავადაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ზეიმობდა, თუმცა დაამატა, რომ ამ 1 წელში ვითარება შეიცვალა:

"საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და 2023 წლის 14 დეკემბერს მე ვიდექი ევროკავშირის ყველა ელჩთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად სცენაზე თავისუფლების მოედანზე უამრავი ხალხის წინაშე - და ჩვენ ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავით.

ოჰ, როგორ შეიცვალა დრო.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჩიხში შევიდა, საქართველოს ხელისუფლების კურსის გამო. ამ კურსით საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს."აღნიშნა ელჩმა.

ღონისძიებას არ ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიები, რაც დიპლომატმა ასე ახსნა:

შეამჩნევდით: ჩვენ არ მოგვიწვია საქართველოს მთავრობის არც ერთი წევრი, არც საქართველოს პარლამენტის წევრი და არც ქართული პოლიტიკური პარტიების ლიდერები.
რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ნათლად განვაცხადოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის ქართველების და მათთვისაა არჩევნები. ჩვენ არავითარი წილი არ გვაქვს ამაში.

თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა გსურთ. როგორ გინდათ რომ გმართონ და ქვეყნების რომელ ჯგუფს უნდა მიეკუთვნოთ.
ეს ყველაფერი თქვენზეა. ჩვენზე არა.
ევროკავშირის კარი ღიაა." აღნიშნა პეტერ ფიშერმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი