
"საქართველო დაკარგავს ევროკავშირის დახმარებას 121 მილიონი ევროს ოდენობით ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად" - ინფორმაციას ევროკავშირის საელჩო აქვეყნებს
დიპლომატიური უწყების თანახმად, 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება:
"ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები იმავე წელს მთლიანად არ იხარჯება, შესაბამისად 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება." წერს ევროკავშირის საელჩო და აქვეყნებს ევროკომისიის ფინანსურ ასიგნებებს პარტნიორ ქვეყნებში.
ევროკომისია კი წერს: "ჩვენ ვითვალისწინებთ ევროკავშირის საბჭოს და ევროპარლამენტის შეხედულებებს".