32 წლის შემდეგ გურამ დოლენჯაშვილი სამშობლოში პირველ ექპოზიციას აწყობს. ქართველმა გრაფიკოსმა, რომელიც წლები ემიგრაციაში ცხოვრობდა, თბილისური გამოფენისთვის 300-მდე ნამუშევარი გააერთიანა, რომლებიც თითქმის მთელს შემოქმედებით მოღვაწეობას ასახავს.
გურამ დოლენჯაშვილმა სხვადასხვა მასალითა და პერიოდში შექმნილი ნამუშევრები თემატურად დაყო და სივრცეებში გადაანაწილა. იმისთვის რომ კიდევ უფრო კარგად დავინახოთ მხატვრის სათქმელი, ექსპოზიციაზე პირადი ნივთები და სურათებიც იქნება.
საქართველოს ეროვნულ გალერეის ოთხ საგამოფენო სივრცეში გურამ დოლენჯაშვილის ექსპოზიცია დამთვალიერებლებისთვის ერთი თვის განმავლობაში ხელმისაწყდომი იქნება.