
„გაზპრომმა“ მუშაობის 25 წლის განმავლობაში პირველი ზარალი განიცადა. 2023 წლის შედეგების მიხედვით, კომპანიამ პირველი ადგილი დაიკავა რუსეთის ყველაზე წამგებიანი ორგანიზაციების რეიტინგში, რომელიც ჟურნალმა Forbes-მა შეადგინა.
გამოცემის ცნობით, 2023 წლის ფინანსური თუ სააღრიცხვო ანგარიშგების საფუძველზე, კორპორაციის ზარალმა, გასული წლის განმავლობაში, 583,1 მილიარდი რუბლი შეადგინა.
რეიტინგის კომენტარში ნათქვამია, რომ ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, „გაზპრომის“ აქციების ღირებულება მოსკოვის ბირჟაზე 6%-ით, 154 რუბლამდე შემცირდა.