"ევროპული ინსტიტუტები მხარს უჭერენ საქართველოს, თუმცა ეს შეიძლება შეიცვალოს... თუ ის არ შეასრულებს ვალდებულებას, [ევროკავშირის] გზას დაემშვიდობება", - ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მსჯელობისას ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი საუბრობს.
საქართველოს საკითხზე დიდი ხანია ვმუშაობ და თავს საქართველოს მეგობრად ვთვლი. ამ წლების განმავლობაში არასოდეს დამიყენებია ეჭვის ქვეშ ქართველი ხალხის ერთგულება ევროკაშირის და ევროპული ფასეულობების მიმართ. სამწუხაროდ ამ ბოლო დროს ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები და გადადგმული ნაბიჯები ეჭვის ქვეშ აყენებს ამ მისწრაფებას ევროკავშირისკენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის რომ მცდელობა არის, შეიზღუდოს არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედება და ყველა უმცირესობის უფლებები, ნამდვილად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფასეულობებს.
ევროპული ინსტიტუტები ძალიან უჭერენ მხარს საქართველოს და მის კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ეს შეიძლება შეიცვალოს, იმიტომ რომ საქართველოს მთავრობა მოქმედებს ქართველი ხალხის მისწრაფებების საწინააღმდეგოდ. ნარატივები, რომელსაც იყენებს საქართველოს მთავრობა, ეწინააღმდეგება იმ ქვეყნის ნარატივებს, რომელიც მიისწრაფის ევროკავშირისკენ. თუ საქართველო არ შეასრულებს თავის ვალდებულებას, ის დაემშვიდობება ამ გზას", - აცხადებს მიკსერი. [სინქრონული თარგმანი]