"რამდენსაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება, ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ჩახშობა ვერ მოხდება. საქართველოში დემოკრატიამ უნდა გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს კიდეც" | კოლსი

გამოქვეყნდა:

"რამდენსაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება, ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ჩახშობა ვერ მოხდება. საქართველოში დემოკრატიამ უნდა გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს კიდეც", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მსჯელობისას საუბრობს.

რასაც ჩვენ საქართველოში ვხედავთ, სხვა არაფერია, თუ არა დემოკრატიის განადგურების შეგნებული მცდელობა. მე ვდგავარ ქართველი ხალხის გვერდით, რადგან მათი უდიდესი უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს. თუმცა, ამჟამინდელი ხელისუფლების ქმედებები საფრთხეს უქმნის ამ მომავალს. მნიშვნელოვანია, რომ მოახლოებული არჩევნები შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და თავისუფლების უმაღლეს სტანდარტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო კიდევ უფრო დაშორდება ევროპულ გზას. ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: რამდენსაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება, რომ გაავრცელოს ყალბი ნარატივები, ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ჩახშობა ვერ მოხდება. საქართველოში დემოკრატიამ უნდა გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს კიდეც, - აცხადებს კოლსი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი