"ჩვენ უნდა დავუწესოთ სანქციები იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის დასამარებაზე და უნდა დავიწყოთ ბიძინა ივანიშვილით" | ევროპარლამენტარი

გამოქვეყნდა:

"ჩვენ უნდა დავუწესოთ სანქციები იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის დასამარებაზე და უნდა დავიწყოთ ბიძინა ივანიშვილით", - თქვა ევროპარლამენტარმა რიჰო ტერასმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, სადაც საქართველოს საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. 

"პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადება, რომ გამარჯვების შემთხვევაში ქართული ოცნება ოპოზიციურ პარტიებს აკრძალავს, არ არის უბრალოდ საგანგაშო სიგნალი. ეს არის იმის მანიშნებელი, რომ დიქტატურა თავის შანსს ელის. ამიტომ, ჩვენ არა მხოლოდ უნდა დავგმოთ ეს რეჟიმი, არამედ უნდა დავუწესოთ სანქციები იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის დასამარებაზე და ჩვენ უნდა დავიწყოთ მათი ხელმძღვანელით, ბიძინა ივანიშვილით" , - განაცხადა ევროპარლამენტარმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი