როგორ ცხოვრობენ ომში მყოფი ქვეყნის დედაქალაქში | "მთავარი არხი" კიევიდან

გამოქვეყნდა:

რუსული აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყანა, რომელიც ევროპულ ოჯახში გასაერთიანებლად ემზადება. სისხლისმღვრელი ომის პარალელურად, ოფიციალური კიევი ზედმიწევნით მუშაობს იმ მოთხოვნებზე, რომლების შესრულებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. პარალელურად, დასავლელ პარტნიორებთან მიმდინარეობს კონსულტაციები გამარჯვების ფორმულის შესაქმნელად. რაც დიდი ალბათობით ომის გამარჯვებით დასრულებისთვის მთავარი ფაქტორი იქნება. 

უკრაინის მოქალაქეები "მთავარ არხთან" ქვეყნის მომავალსა და საქართველოსთან დაკავშირებით საუბრობენ. მათი თქმით: "უკრაინელებს ძალიან უყვართ ქართველები, თუმცა ბოლო პერიოდში ისე ჩანს, რომ რუსეთი საქართველოში იმარჯვებს... ვიცი, რომ ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი