
22 სექტემბრის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსი 59 ადამიანს დაუდასტურდა, კვლევა კი 198-ს ჩაუტარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სულ აფხაზეთში ინფიცირებულია 1054 ადამიანი, გარდაიცვალა 7 და 311 გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება მსოფლიო მონაცემებს, ინფიცირებულთა რაოდენობამ 31 მილიონს გადააჭარბა, 23 მილიონზე მეტი ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
საქართველოში კი, დღეს რეკორდული 218 ინფიცირება დადასტურდა.