იანვრიდან რუსი მესაზღვრეები სომხეთ-ირანის საზღვარს დატოვებენ

გამოქვეყნდა:

2025 წლის 1-ელი იანვრიდან სომხეთსა და ირანს შორის გამშვებ პუნქტს მხოლოდ სომეხი მესაზღვრეები დაიცავენ და რუსები იქ არსებულ საგუშაგოზე მუშაობას შეწყვეტენ. სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პრესმდივნის, ნაზელი ბაღდასარიანის ცნობით, ამის შესახებ შეთანხმება სწორედ ფაშინიანსა და პუტინს შორის შედგა. 

„მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარები  მონაწილეობას მიიღებენ სომხეთ-ირანის და სომხეთი-თურქეთის სახელმწიფო საზღვრების დაცვაში. ხოლო სომხეთ-ირანის საგუშაგოზე სამსახური 
მთლიანად განხორციელდება სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ჯარების მიერ“. - წერს ის Facebook-ზე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი