კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ "ოცნების" ახალ სარჩელს განიხილავს | ტელევიზიები მორიგი ჯარიმის მოლოდინში არიან

გამოქვეყნდა:

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია მედიის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" ახალი სარჩელის განხილვას იწყებს. ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი "მთავარი არხის", "ტვ პირველისა" და "ფორმულასგან" უკრაინელი ხალხის ტრაგედიაზე აგებული და ღირსების შემლახავი ვიდეორგოლის ეთერში გაშვებას ითხოვს. მარეგულირებელი კომისიის ჩართვა ნიშნავს, რომ სამივე ტელევიზიას ფინანსური ჯარიმა ემუქრება.

"ჩვენი სამართლებრივი პოზიცია ამ კლიპის არ გაშვებასთან დაკავშირებით არის ძალიან მყარი და შესაბამისად, ეფუძნება, როგორც ქართულ კანონმდებლობას, არაერთ კანონს, რომელიც კრძალავს ომის პროპაგანდას, არამედ საერთაშორისო ნორმებს, კონვენციას, სტრასბურგის სასამართლოს. დაუშვებელია, რომ არხების პლატფორმები გამოყენებული იყოს ომის პროპაგანდისთვის, რომ დაზაფროს საზოგადოება და შიში დათესოს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ კომისია, ვინაიდან არის ჩვეულებრივი პარტიული დანაყოფი "ქართული ოცნების", აუცილებლად მიიღებს "ქართული ოცნების" სასარგებლო გადაწყვეტილებას. არ არსებობს საქმე კომისიის პრაქტიკაში, როდესაც ის "ქართული ოცნების" საწინააღმდეგოდ იღებს რაიმე გადაწყვეტილებას," - ამბობს "მთავარი არხის" იურისტი, თამთა მურადაშვილი.

"ფორმულას " იურისტის, ეთო ქათამაძის თქმით, ტელევიზიებს, სავარაუდოდ ისევ 5000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ, შემდეგ კი საქმეს სასამართლო განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას ჯარიმის ოდენობაზე.

სხდომის დაწყებისთანავე იურისტები სხდომის გადადების საკითხს დააყენებენ, ვინაიდან დამოუკიდებელ მედიას "ქართული ოცნების" კლიპთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აქვთ შეტანილი სარჩელი, რათა ცესკომ განიხილოს კლიპის შინაარსი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი