ვინ [არ] დაუჭირა მხარი რუსული კანონის შეჩერებას?

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა კოლეგიისგან განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს, ისინი მიიჩნევდნენ, რომ რუსული კანონის ამოქმედება უნდა შეჩერებულიყო. მათ პოზიციებს საკონსტიტუციო სასამართლო წერილობით გაავრცელებს.

"ოცნების" ხელისუფლებისთვის მისაღები გადაწყვეტილება კი კოლეგიის დანარჩენმა წევრებმა - მერაბ ტურავამ, ევა გოცირიძემ,  გიორგი თევდორაშვილმა, ხვიჩა კიკილაშვილმა, მანანა კობახიძემ და ვასილ როინიშვილმა მიიღეს.

შეგახსენებთ, 1 თვიანი განხილვის შემდეგ საკონსტიტუციომ დღეს გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და მოსარჩელეების მოთხოვნა - რუსული კანონის მოქმედების შეჩერებაზე, არ დააკმაყოფილა, თავად სარჩელი კი წარმოებაში მიიღო. 

განხილვებში მონაწილეობა არ მიუღია საკონსტიტუციოს კიდევ ერთ მოსამართლეს - ირინე იმერლიშვილს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი