ორბელიანების სასახლეში კონსულტაციები დღესაც გრძელდება. პრეზიდენტთან შეხვედრაზე გიორგი გახარიას პარტიის ლიდერები - ნათია მეზვრიშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და ბერდია სიჭინავა მივიდნენ. შეხვედრაზე იმყოფება გიორგი გახარიაც, თუმცა ის მედიასთან არ გამოჩენილა და სასახლეში სავარაუდოდ სხვა შესასვლელიდან შეიყვანეს.
პრეზიდენტსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები 7 ოქტომბერს, "კოალიცია ცვლილებების" ლიდერებთან შეხვედრით დაიწყო. პრეზიდენტს გუშინ „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც.