[რუსული] კანონის მიღებით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირს ზურგი შეაქცია | ბუნდესტაგის რეზოლუციის პროექტი

გამოქვეყნდა:

"ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონის მიღებით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირს ზურგი შეაქცია, რაც ეწინააღმდეგება ევროპული ინტეგრაციის კონსტიტუციაში ჩაწერილ მიზანს და მოსახლეობის სანუკვარ სურვილს", - ამის შესახებ საუბარია რეზოლუციის პროექტში - „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“, რომელსაც გერმანიის ბუნდესტაგმა 10 ოქტომბერს უნდა უყაროს კენჭი.

რეზოლუციის პროექტის თანახმად, "რუსული კანონის" მიღება გერმანიის ბუნდესტაგს უხეშ შეცდომად მიაჩნია.

"ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ცენტრალურ ფასეულობებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. ის კონკრეტულად ეწინააღმდეგება საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებულ ორ პრიორიტეტულ ნაბიჯს, კერძოდ, სამოქალაქოს საზოგადოების თავისუფალი მოქმედების უზრუნველყოფას (მე-9 ნაბიჯი) და ევროკავშირისა და მისი ფასეულობების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას (1-ელი ნაბიჯი). ეს კანონი თავისი სულისკვეთებით შეესაბამება რუსულ კანონს "უცხოელი აგენტების შესახებ".

ამით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირს ზურგი შეაქცია, რაც ეწინააღმდეგება ევროპული ინტეგრაციის კონსტიტუციაში ჩაწერილ მიზანს და მოსახლეობის სანუკვარ სურვილს. საქართველოს მოსახლეობა თაობათაშორისი, მრავალკვირიანი, ერთსულოვანი მშვიდობიანი დემონსტრაციებით მოითხოვდა კანონის გაწვევას. ბუნდესტაგი სოლიდარობას და აღიარებას უცხადებს მშვიდობიანი პროტესტების მონაწილეებს.

[...]

გერმანიის ბუნდესტაგი ფედერალურ მთავრობას მოუწოდებს, საბიუჯეტო პარამეტრების გათვალისწინებით, ევროპულ დონეზე დაჟინებით მოითხოვოს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთან შემდეგი წინსვლა აღარ მოხდეს, იქამდე, სანამ ძალაშია კანონი ეგრეთ წოდებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ", - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი