სახელმწიფო სსიპ რუსეთიდან შემოტანილი ხის ბრიკეტებისთვის შავ სიაში მყოფ კომპანიას 2.1 მლნ-ს უხდის | ფლანგვის დეტექტორი

გამოქვეყნდა:

2024 წლის 25 სექტემბერს სსიპ-მა, „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ“, 2,164,800 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა შპს "უდაბნოს ორგანულ აგროჰოლდინგთან", - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.

კვლევითი ორგანიზაციის ცნობით, ხელშეკრულების თანახმად, შპს "უდაბნოს ორგანულ აგროჰოლდინგს" ხის ბრიკეტები, რომლებსაც შემდგომ სკოლებს მიაწვდის, რუსული კომპანიისგან ჰქონდა შეძენილი. 

აღნიშნული კომპანია სააგენტოს ორ კონსოლიდირებულ ტენდერშიც მონაწილეობდა, თუმცა არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო, ჯერ ხელშეკრულებები შეუწყვიტეს, შემდეგ კი შავ სიაში შეიყვანეს. 

ცნობისათვის, ევროკავშირს რუსულ და ბელორუსულ ხის პროდუქტებზე ემბარგო აქვს დაწესებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი