უკრაინის პრეზიდენტი ხორვატიაშია

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ხორვატიაში ქვეყნის პრემიერმინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან შესახვედრად ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე უკრაინა-სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის მესამე სამიტში მიიღებს მონაწილეობას. 

"პრემიერმინისტრ პლენკოვიჩთან ერთად განვიხილავთ თავდაცვის შემდგომ თანამშრომლობას, ფრონტზე დაჭრილი ჩვენი მეომრების რეაბილიტაციასა და ასევე უკრაინის აღდგენას. სამიტზე "უკრაინა+12" ფორმატში განვიხილავთ საერთაშორისო ძალისხმევას მშვიდობის დაახლოებისა და მშვიდობის ფორმულის განსახორციელებლად, ჩვენს ერთობლივ პასუხს პარტნიორებთან უსაფრთხოების გამოწვევებზე, ასევე თანამშრომლობას EU-სა და NATO-სკენ მიმავალ გზაზე", - წერს ზელენსკი X-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი