უკრაინის თავდაცვის ძალებმა კრასნოდარის ოლქში, რუსეთის შაჰიდის ტიპის დრონების საწყობ ბაზაზე წარმატებული იერიში მიიტანა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაზაზე დაახლოებით 400 მოიერიშე დრონი ინახებოდა.
განცხადების მიხედვით, დარტყმა ზუსტი იყო, რის შემდეგაც საწყობის ტერიტორიაზე მეორადი აფეთქებებიც მოხდა.