"აშშ ყოველთვის დაუჭერს მხარს ისრაელის უფლებას, რომ თავს დაესხას ტერორისტულ სამიზნეებს", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მისის თქმით, აშშ-ს კვლავ სურს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელება ღაზაში. თუმცა, "ჰამასის" ლიდერი იაჰია სინვარი კვლავ არ არის მზად მოლაპარაკებებში ჩასართავად - როგორც ეს რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო.
"სავარაუდოდ, გონივრულია დავასკვნათ, რომ ის აკვირდება, რა ხდება ჩრდილოეთში, აკვირდება ირანის თავდასხმებს ისრაელზე და ფიქრობს, რომ შესაძლოა, მიიღოს ის, რაც ყოველთვის სურდა - სრულმასშტაბიანი რეგიონული ომი", - განაცხადა მილერმა.