"ფორმულა": აშშ-ის მიერ დასანქცირებიდან ორ კვირაში, "ხარებამ" შპს "სარანგში" საკუთარი წილი გაყიდა

გამოქვეყნდა:

გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზვიად ხარაზიშვილმა იგივე ხარებამ, აშშ-ის მიერ დასანქცირებიდან ორ კვირაში შპს სარანგში საკუთარი წილი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს. 

ტელეკომპანია ამბობს, რომ ხარებამ შპს სარანგში 50%-იან წილს ფლობდა. საჯარო რეესტრის დოკუმენტების თანახმად, 30 სექტემბერს ხარაზიშვილმა თავისი წილი ალიკა ნადირაძეს 10 000 ლარად მიჰყიდა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის კიდევ ერთი მფლობელი, 50%-იანი წილის მფლობელი ზვიად ჭოხონელიძეა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაცვის ერთ-ერთი ოფიცერია. შპს სარანგი კერძო დაცვის კომპანიას წარმოადგენს, რომელიც ხარაზიშვილმა ჭოხონელიძესთან ერთად 2014 წელს დააფუძნა.

კომპანია არაერთ სკანდალშია მხილებული, ერთ-ერთი უკანასკნელი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებია, რომლის დარბევაშიც სწორედ "სარანგის" დაცვის წევრები მონაწილეობდნენ.

შპს სარანგის კვალი იკვეთება 2021 წელის 29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოსთან მიხელ სააკაშვილის მხარდამჭერი საპროტესტო აქციის დროსაც. მაშინ 15 პირი დააკავეს. 

ფორმულა დოკუმენტსაც ავრცელებს:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი