ევროპა "ოცნების" ანტიდემოკრატიული პოლიტიკის წინააღმდეგ | გერმანიის ბუნდესტაგი დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციის დამტკიცებას გეგმავს

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტის შემდეგ, საქართველოს შესახებ რეზოლუციის დამტკიცებას გერმანიის ბუნდესტაგი გეგმავს. დოკუმენტის შინაარსი უკვე ცნობილია და მასში ოცნების მიერ მიღებულ რუსულ კანონსა და ივანიშვილის გუნდის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზეა საუბარი.  ბუნდესტაგი  დაჟინებით იხოვს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას. დოკუმენტს დღეს, ბუნდესტაგში საქართველოს საკიხის განხილვს შემდეგ  გერმანელი პარლმანეტრები  უყრიან კენჭს.  

ოპოზიციაში აცხადებენ რომ ქართული ოცნება უკვე სრუ იზოლაციაშია და პარტნიორი ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით იღებენ უმკაცრეს ზომებს ივანშვილისა და მისი გუნდის ანტიდემოკრატიული პოლიტიკს შესაჩერებლად.

რეზოლუციის პროექტში ვკითხულობთ:

"ავტორიტარული და ანტიევროპული კურსით, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაადგა, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, საქართველოს მოსახლეობის ფართო უმრავლესობის სურვილის წინააღმდეგ, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს. 

კანონით, ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდეგი წინსვლა ვერ და არ იქნება.

„ქართული ოცნების“ სულ უფრო ავტორიტარული და საზოგადოების გახლეჩისაკენ მიმართული მმართველობის სტილი არის პოლიტიკური დაპირისპირების გამყარების მიზეზი 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ. პარტიის დამაარსებლის და საპატიო თავმჯდომარის, ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპული მომავალზე და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული.

 „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა ცდილობს, სულ უფრო ავტორიტარული მოქმედებით და საზოგადოების მეგობრებად/პატრიოტებად და მტრებად/მოღალატეებად დაყოფით, შიშის ატმოსფეროს გაღვივებას. 

საქართველოსათვის მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება გზაგასაყარი გადაწყვეტილება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს და ქვეყნის ევროპული კურსის შესახებ. შეტევები დამოუკიდებელ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის უარყოფითი გავლენა მათ შრომისუნარიანობაზე, საარჩევნო კანონმდებლობის ბოლოდროინდელი ცვლილებები, რომლებიც ზრდიან მმართველი პარტიის გავლენას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ისევე, როგორც ადმინისტრაციული რესურსის მობილიზაცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მხარდასაჭერად, მომავალი საპარლამენტო არჩევნების თანასწორობას და თავისუფლებას ეჭვქვეშ აყენებს. 

ბუნდესტაგი დაჟინებით მოითხოვოს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთან შემდეგი წინსვლა აღარ მოხდეს, იქამდე, სანამ ძალაშია კანონი ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი