უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს 10 ოქტომბერს პარიზში შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
განცხადების თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან 10 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე, პარიზში, ელისეს სასახლეში, “ორმხრივ შეხვედრას” გამართავს.
“ეს შეხვედრა შესაძლებლობა იქნება [საფრანგეთის] რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის ხელახლა დაადასტუროს საფრანგეთის ერთგულება, გააგრძელოს გრძელვადიან პერიოდში და ყველა მის პარტნიორთან ერთად უკრაინისთვისა და უკრაინელი ხალხისთვის ურყევი მხარდაჭერა”, - ნათქვამია ელისეს სასახლის განცხადებაში.