"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, ალექსანდრე ჩხაიძემ 2024 წლის 5 სექტემბერს "ქართულ ოცნებას" 20 000 ლარი შესწირა. თუმცა ჩხაიძესთან დაკავშირებულ კომპანიებს 2019-2022 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდე დაფინანსება აქვთ მიღებული.
ორგანიზაციის განცხადებით, ხშირად მმართველი პარტიის მიერ კომპანიებისთვის გადახდილი მსხვილი თანხების ბენეფიციარები სწორედ "ოცნების" შემომწირველები არიან, რაც სისტემური კორუფციის არსებობის გონივრულ ეჭვს აჩენს, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს თანასწორ საარჩევნო გარემოს
"შპს „ვაულტიმ“, რომლის 41.5%-ს ალექსანდრე ჩხაიძე ფლობს, 2021-2022 წლებში პირდაპირი შესყიდვის გზით სახელმწიფოსგან 63 ათასი ლარი მიიღო.
9 კომპანიას, რომელთა დირექტორი ალექსანდრე ჩხაიძეა, 2019-2022 წლებში სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამებიდან 2.8 მლნ ლარის სუბსიდიები აქვს მიღებული, ესენია:
- შპს „გურჯაანი აგრო“ - 2 მლნ ლარი
- შპს „ზეთისხილი“ - 278 ათასი ლარი
- შპს „ოლივ გარდენსი“ - 171 ათასი ლარი
- შპს „ოლივი 1“ - 165 ათასი ლარი
- შპს „კატევე ოილ“ - 38 ათასი ლარი
- შპს „ზეთისხილი 1“ - 41 ათასი ლარი
- შპს „მანზანილა“ - 23 ათასი ლარი
- შპს „გემნიკი“ - 28 ათასი ლარი
- შპს „გარდენია 1“ - 17 ათასი ლარი
წლების განმავლობაში ცხადად არის გამოკვეთლი „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველების კავშირი სახელმწიფო შესყიდვებთან და ბიზნესის სუბსიდირებისთვის არსებულ სახელმწიფო პროგრამებთან. ხშირ შემთხვევაში, მთავრობის მიერ კომპანიებისთვის გადახდილი მსხვილი თანხების ბენეფიციარები სწორედ „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან. ეს გარემოებები აჩენს სისტემური კორუფციის არსებობის გონივრულ ეჭვს, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს თანასწორ საარჩევნო გარემოს," - წერია განცხადებაში.