საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გამო, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში შესასვლელი „რაზდახანის“, იგივე „მოსაბრუნის“ და „პერევის“ საგუშაგოები დაიკეტება - გადაწყვეტილება ე.წ. სამხრეთ ოსეთის "რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს" სხდომაზე მიიღეს, რომელსაც "პრეზიდენტი" ალან გაგლოევი ხელმძღვანელობდა. მისი "პრესსამსახური" განმარტავს, რომ "საზღვარი" დაიკეტება „სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და საქართველოს პროდასავლური და ნაციონალისტური რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციების გამორიცხვის მიზნით“.