"თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის, აფხაზეთში მიესალმებიან ასეთ ნაბიჯს" | სერგეი შამბა

გამოქვეყნდა:

"თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის იმისთვის, რაც გააკეთა, მაშინ აფხაზეთში მიესალმებიან შერიგებისკენ პირველ ასეთ ნაბიჯს" - აღნიშნული განცხადება აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 9 ოქტომბერს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე გააკეთა. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" წერს.

მისი თქმით, საქართველომ ასევე უარი უნდა თქვას ისეთ ფორმულირებებზე, რომელიც ხელს არ უწყობს ურთიერთობების მოწესრიგებას. კერძოდ, ფორმულირება "ოკუპირებული ტერიტორიები".

შამბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკის პოლიტიკური სტატუსი არანაირ განხილვას არ ექვემდებარება". მისი თქმით, აფხაზური მხარისთვის ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია "საომარი მოქმედებების არ განახლება და აფხაზეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა".

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების განახლების თემა განიხილეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი