ტრამპმა იცის, აშშ - ვაშინგტონიდან სან-ფრანცისკომდე, ნაკლებად უსაფრთხო იქნება, თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში | რუტე

გამოქვეყნდა:

ლონდონში უკრაინის პრეზიდენტის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრისა და ნატოს გენერალურ მდივნის მოლაპარაკებები გაიმართა. სხვა საკითხებთან ერთად, მარკ რუტემ კომენტარი გააკეთა შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში შესაძლო დაბრუნებაზე, ასევე ბირთვულ წვრთნებზე, რომელსაც ნატო მომავალ კვირას დაიწყებს.

ჟურნალისტებმა რუტეს ჰკითხეს, ეშინია თუ არა, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ტრამპი შეწყვეტს უკრაინის სამხედრო დახმარებას.

„ვიცი, რომ მას კარგად ესმის და მეთანხმება, რომ ბრძოლა უკრაინაში მხოლოდ უკრაინას არ ეხება, ის ასევე შეერთებული შტატების მომავალ უსაფრთხოებას ეხება. მან ეს იცის...მთელი შეერთებული შტატების ტერიტორია, ვაშინგტონიდან სან-ფრანცისკომდე, ნაკლებად უსაფრთხო იქნება, თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში" - უპასუხა ნატოს გენერალურმა მდივანმა. 

ნატოს გენერალურ მდივანს ასევე ჰკითხეს კიევის თხოვნაზე, დაუშვას დასავლური იარაღით თავდასხმები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე.

„კანონის თვალსაზრისით, უკრაინას შეუძლია გამოიყენოს თავისი იარაღი, თუ მას შეუძლია დაარტყას რუსეთში სამიზნეებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის [მას]. მაგრამ, პირველ რიგში, ეს გადაწყვეტილება ალიანსის ცალკეულმა წევრებმა უნდა მიიღონ. ისინი წყვეტენ, როგორ გამოიყენონ იარაღი, რომელსაც ისინი აწვდიან უკრაინას“, - განაცხადა რუტემ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ მომავალ კვირას ბლოკი ყოველწლიურ Steadfast Noon ბირთვულ წვრთნებს გამართავს.

Reuters-ის წყაროების თანახმად, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 60-მდე სამხედრო თვითმფრინავი, ნატოს 13 ქვეყნიდან, მათ შორის F-35A მოიერიშე თვითმფრინავები და B-52 სტრატეგიული ბომბდამშენები.

მისივე თქმით, წვრთნები „ფოკუსირებული იქნება დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ზღვაზე, მაგრამ ასევე ბელგიასა და ნიდერლანდებზე“.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი