ევროკომისიამ მოლდოვასთვის 1,8 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი მიიღო

გამოქვეყნდა:

ევროკომისიამ მოლდოვისთვის, ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე დიდი, 1,8 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

"დახმარების პაკეტი ქვეყანას ევროკავშირისკენ გზაზე დაეხმარება", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოლდოვაში ვიზიტის დროს განაცხადა.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ დახმარების პაკეტი გაზრდის მოლდოვის ეკონომიკას, დააახლოებს რეფორმების დაჩქარებით ევროკავშირის წევრობასთან და ქვეყანას მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი