"ქართული ოცნება" "ქართულ კოშმარად" გადაიქცა, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი ბუნდესტაგში, საქართველოს შესახებ მსჯელობისას საუბრობს.
"ეს არჩვენები უმნიშვნელოვანესი არჩევნებია საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში. 26 ოქტომბერს ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, ევროპის გულში იქნებიან თუ იზოლაციაში მოექცევიან. ეს არის არჩევანი დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის. ეს არის არჩევანი თავისუფლებასა და რუსიფიკაციას შორის. საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ აცხადებენ, რომ უნდათ, რომ გაერთიანებული ევროპის გულში იყვნენ.
[...]
"ქართული ოცნება" "ქართულ კოშმარად" გადაიქცა. მე არ ვგულისხმობ, რომ ისინი არამხოლოდ ჩვენი პერსპექტივიდან იღებენ არასწორ, მცდარ გადაწყვეტილებებს, უბრალოდ არ არის შესაბამისი ევროკავშირის ღირებულებებთან, კრიმინალიზება, შეშინება, ეს ყველაფერი ევროპაში არ უნდა იყოს გასაგები. ევროპის გულში ამ ყველაფრის განხორციელება არ უნდა იყოს ჩვენთვის მისაღები.
"საქართველოს მომავალი დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპულია", - აცხადებს როთი.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ბუნდესტაგში ამ წუთებში საქართველოს შესახებ განხილვა მიმდინარეობს. დღესვე, იგეგმება საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებაც.