სტრასბურგიდან ბრიუსელში მიმავალი მატარებლიდან, სადაც ევროპარლამენტარები იმყოფებოდნენ, ევაკუაცია განხორციელდა

გამოქვეყნდა:

სტრასბურგიდან ბრიუსელში მიმავალი მატარებლიდან, რომელშიც ევროპარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ, ევაკუაცია განხორციელდა. სტრასბურგის სარკინიგზო სადგურზე სახანძრო სამსახური გამოცხადდა.

"სტრასბურგის სადგურზე, მატარებელში ტექნიკური ინციდენტი მოხდა", - დაადასტურა ევროპარლამენტის პრესსამსახურმა. 

მათი თქმით, შესაბამისი სამსახურები კონტაქტში არიან კომპეტენტურ ორგანოებთან და ყველაფერს აკეთებენ ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებების ორგანიზებისთვის.

დანიელმა ევროდეპუტატმა განაცხადა, რომ სადგურზე სიტუაცია "ქაოტური" იყო. ინციდენტთან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა სახანძრო სამსახურის თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ევროპარლამენტის პრესსამსახურის თქმით, ევროპარლამენტი სპეციალურ მატარებლებს ქირაობს თავისი წევრებისა და თანამშრომლებისთვის ბრიუსელსა და სტრასბურგს შორის. მატარებელში 750 ადგილი იყო გამოყოფილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი