ფლორიდის შტატში "მილტონს" ებრძვიან | ქარიშხალს, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ფლორიდის შტატში, ქარიშხალ "მილტონს" ებრძვიან. სტიქიას, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. 

ქარიშხალი "მილტონი" ამ დროისთვის პირველ კატეგორიამდე შესუსტდა და ქარის სიჩქარე 150 კმ/სთ-მდე დაეცა.

ქარიშხალი აშშ-ის ფლორიდის შტატს გუშინ დაატყდა თავს. თავდაპირველად მას მეხუთე კატეგორია ჰქონდა მინიჭებული. ქარიშხლის სიჩქარე 250 კმ/სთ-ს აღწევდა.

სტიქიის გამო შტატიდან მილიონობით ადამიანია ევაკუირებული. 2.6 მილიონზე მეტი სახლი და ბიზნესდაწესებულება ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი