ოდესის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა

გამოქვეყნდა:

ოდესის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ცნობით, რუსების გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ორსართულიან შენობას მოხვდა, რომელშიც მშვიდობიანი მოქალაქეები ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. მისივე ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებში 43 წლის ქალის, 22 წლის მამაკაცისა და 16 წლის გოგონას ცხედრები იპოვეს.  კიდევ ერთი მოქალაქე კი მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან 4 მძიმე მდგომარეობაშია. ოდესის რეგიონში სარაკეტო განგაში  გვიან ღამით გამოცხადდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი