„ხელისუფლებას არ უნდა გამოიძიოს საკუთარი დანაშაული“, - რომან გოცირიძე

გამოქვეყნდა:

„ხელისუფლებას არ უნდა გამოიძიოს საკუთარი დანაშაული“, - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ გააკეთა.

ოპოზიციური პარტიის წევრი მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებს ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ პატრიარქის ჩანაცვლება იგეგმებოდა და ამაში ხელისუფლების მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართულები. გოცირიძე აცხადებს, რომ გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს.

მისივე თქმით, ხელისუფლება გამოძიების დაწყებას არ გეგმავს, რაც მისთვის იმის მანიშნებელია, რომ მმართველი ძალა „დანაშაულის მიჩუმათებას“ ცდილობს.

„სინოდმა დასაჯა მეუფე იაკობი მისი ბილწსიტყვაობისთვის, არანორმატიული ლექსიკის გამოყენებისთვის, მაგრამ, ფაქტობრივად, მან მიიღო ცნობად ის, რაც მან აღიარა, რომ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, პრემიერ-მინისტრი და ორი მინისტრი და მინისტრი და პრემიერ-მინისტრი, რომ ივანიშვილის გარეშე ნაბიჯს არ დგამენ, ესეც კარგად არის ცნობილი, აპირებდნენ საეკლესიო გადატრიალებას და მასში სასულიერო პირების ჩართვას, ეს დაადასტურა ირიბად სინოდმა. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით. ხელისუფლებას არ უნდა გამოიძიოს საკუთარი დანაშაული, ფაქტობრივად, ხდება მცდელობა ამ დანაშაულის მიჩუმათების, გამოძიების არდაწყება ტოლფასია ამ დანაშაულის აღიარებისა, რომელსაც აუცილებლად გამოიძიებს სხვა ხელისუფლება“, - განაცხადა გოცირიძემ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი