ვოლოდიმირ ზელენსკი ვატიკანში რომის პაპს შეხვდა

გამოქვეყნდა:

ვოლოდიმირ ზელენსკი ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა. როგორც უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრაზე განხილული მთავარი საკითხი ტყვეების სამშობლოში დაბრუნება იყო.

"ყველა ჩვენგანისთვის უკრაინაში, ყველაფერი, რაც ეხება პატიმრებსა და დეპორტირებულებს, რჩება უკიდურესად მტკივნეულ საკითხად. მოზრდილები და ბავშვები, ბევრი მშვიდობიანი მოქალაქეა ამჟამად რუსეთის ციხეებსა და ბანაკებში. გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთში ტყვეობაში მოკლეს უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა. ბევრი უკრაინელი ჟურნალისტისთვის, ვინც ვიქტორიას იცნობდა, მისი სიკვდილი ნამდვილი დარტყმაა. და რუსულ ტყვეობაში ჯერ კიდევ ბევრი სხვა ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, ოკუპირებული ტერიტორიის თემების ლიდერები, უბრალო ხალხიც კი, რომლებიც რუსული ოკუპაციის დროს დაიჭირეს", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი