ევერესტზე 100 წლის წინ დაკარგული ალპინისტის ფეხი იპოვეს | წინდაზე მისი ინიციალები და გვარია დატანილი

გამოქვეყნდა:

დოკუმენტალისტებმა, რომლებიც National Geographic-ისთვის დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ, ევერესტზე, დამდნარი ყინულის ქვეშ ფეხი აღმოაჩინეს და დარწმუნებულები არიან, რომ ის 100 წლის წინ დაკარგულ ბრიტანელ ალპინისტის ეკუთვნის.

ფეხსაცმელში აღმოჩენილ წინდაზე ენდრიუ ირვინის ინიციალები და გვარია დატანილი - A.C. Irvine. 

ალპინისტმა მთის დალაშქვრა 1924 წლის ივნისში, ჯორჯო მელორისთან ერთად სცადა, თუმცა, ისინი დაიკარგნენ. მელორის ცხედარი მოგვიანებით აღმოაჩინეს, ირვინი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა.

ვინაობის დასაზუსტებლად ფეხს დამატებითი ექსპერტიზა უტარდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი