პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის კონსულტაციები გრძელდება | სალომე ზურაბიშვილი დღეს 4 ოპოზიციონერს შეხვდა

გამოქვეყნდა:

ორბელიანების სასახლეში კონსულტაციები გაიმართა. სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. 

პრეზიდენტთან  იმყოფებოდნენ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ანა დოლიძე, "ერთობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი თამარ კორძაია და "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი ნათია მეზვრიშვილი.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა დაახლოებით ერთ საათს მიმდინარეობდა. 

შეხვედრიდან გამოსულმა პოლიტიკოსებმა დეტალებზე არ ისაუბრეს, თუმცა აღნიშნეს, რომ განიხილეს "ქართული ქარტია" და ამ დოკუმენტში გაწერილი პუნქტები, მათ შორის მთავრობის დაკომპლექტების საკითხი. მათივე თქმით, პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ დაუსახელებია. 

სიახლე არ მოგვისმენია, პროცესია, რომელიც დაიწყო წინა შეხვედრაზე, დღეს გრძელდება. განსხვავებული იყო ფორმატი, ოთხივენი ერთად ვიყავით. ეს, რა თქმა უნდა, ცვლის გარკვეულ მოცემულობებს, თუმცა, დახურული შეხვედრა იყო ეს მედიისთვის, თქვენ, ცხადია, რომ მაინც გაიგებდით. მე არ ვაპირებ და არც მაქვს ამის უფლება რომ ახლა დეტალებზე ვისაუბრო. [ჟურნალისტი: ხომ არ დაუსახელებია საქართველოს პრეზიდენტს მისთვის სასურველი პრემიერმინისტრობის კანდიდატი?] არა, და რომც დაესახელებინა, არ გეტყოდით, მაინც იმიტომ რომ დახურული შეხვედრა იყო, როგორც გითხარით. შეხვედრები გაგრძელდება, კულმინაციას ვუახლოვდებით და ვნახავთ, დიდხანს ვერ გაგრძელდება ეს პროცესი, რაღაცა ფორმით სწრაფად უნდა გაიხსნას კვანძი და ალბათ მოხდება ამ დღეებში ეს, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი