პუტინი თურქმენეთში ირანის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანთან თურქმენეთში მოლაპარაკებები გამართა. ლიდერები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების ზრდას და მსოფლიო მნიშვნელობის საკითხებზე ერთმანეთის მსგავსი შეხედულებების ქონას.

22-24 ოქტომბერს, რუსეთი ყაზანში "ბრიქსის" ქვეყნების სამიტს მასპინძლობს. ვლადემირ პუტინმა, ირანელი კოლეგა რუსეთში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტმა ეს მიწვევა მიიღო.

"ჩვენი ეკონომიკური და კულტურული კომუნიკაციები დღითიდღე მყარდება და უფრო ძლიერი ხდება", - უთხრა პეზენშკიანმა პუტინს, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ინფორმაციით.

რუსეთი აცხადებს, რომ ირანთან თანამშრომლობა ყველა სფეროში ფართოვდება.

"ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ერთად საერთაშორისო ასპარეზზე და ჩვენი შეფასებები მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ხშირად ძალიან ახლოსაა", - თქვა ვლადემირ პუტინმა, რუსული საინფორმაციო სააგენტო "ტასის" ცნობით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი