მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭათ ჰიროსიმასა და ნაგასაკიში გადარჩენილებს, რომლებიც ბირთვული იარაღის წინააღმდეგ იბრძვიან

გამოქვეყნდა:

მშვიდობის დარგში 2024 წლის ნობელის პრემია იაპონურ ჯგუფ "ნიჰონ ჰიდანკიოს" მიენიჭა. მასში შედიან ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბების აფეთქების შედეგად გადარჩენილები, რომლებიც ბირთვული იარაღის გაუქმებას უჭერენ მხარს.

ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა თავისი არჩევანი 11 ოქტომბერს გამოაცხადა. წელს ამ ჯილდოს მოსაპოვებლად 197 პირი და 89 ორგანიზაცია იყო წარდგენილი.

Nihon Hidankyo-მ ნობელის პრემია დაიმსახურა "ბირთვული იარაღისგან თავისუფალი მსოფლიოს მიღწევის მცდელობისთვის და მოწმეების ჩვენებით იმის დემონსტრირებისთვის, რომ ბირთვული იარაღი აღარასდროს უნდა იქნას გამოყენებული".

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია 1901 წლიდან გაიცემა. ამ პერიოდის განმავლობაში სულ 105 ჯილდოა გაცემული, აქედან 28 სხვადასხვა ორგანიზაციამ დაიმსახურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი