"მომსწრე გავხდით, როგორ დატოვა კომპანია "მეტროს" შემოქმედებითმა ჯგუფმა, რაც ნიშანია, რომ არასოდეს უნდა შეეგუო თავისუფლებისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვას" | პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

"მომსწრე გავხდით, როგორ დატოვა კომპანია "მეტროს" შემოქმედებითმა ჯგუფმა, რაც ნიშანია, რომ არასოდეს უნდა შეეგუო თავისუფლებისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვას", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს. ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში "ლიტერას" დაჯილდოების ცერემონიალზე გააკეთა. 

"ჩვენ მომსწრე გავხდით როგორ დატოვა კომპანია "მეტროს“ შემოქმედებითმა ჯგუფმა, რაც ნიშანია იმისა, რომ არასოდეს უნდა შეეგუო შენი თავისუფლებისა და შენი გამოხატვის უფლების შეზღუდვას. არ არსებობს საზოგადოება და სახელმწიფო, სადაც არ არის თავისუფალი კულტურა, სადაც არ არის აზრის თავისუფალი გამოხატულება და ცხადია, ლიტერატურა ის ერთ-ერთი დარგია, რომელიც მხოლოდ მაშინაა ცოცხალი, როცა თავისუფალია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი