ბიზნესმენების გატაცება და ფულის გამოძალვა - 4 პირს პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით დაკავებულ მეოთხე პირსაც, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ ბრალდების პოზიცია გაითვალისწინა და არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც პატიმრობის ნაცვლად გირაოს ითხოვდა. ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურას საქმეში მტკიცებულებები არ გააჩნია.

დაკავებულების სასამართლო პროცესი 11 ნოემბერს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ პანკისიდან ოთხი პირი - ბაქარ ფარეულიძე, ისლამ დუიშვილი, ზელიმხან აჭიშვილი და ზელიმ ბაკაევი თბილისში რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი